15:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 08:47:58, 1122 ნახვა

მსოფლიო
ირანმა, შესაძლოა, საპროტესტო აქციებში მონაწილე ხალხი სიკვდილით დასაჯოს

ირანმა, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯოს ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას. 
პარლამენტის 290 წევრიდან 227-მა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მომიტინგეებისთვის „მძიმე გაკვეთილის“ სწავლებას ითვალისწინებს.

დეპუტატების თქმით, ეს გაფრთხილება უნდა იყოს მათთვის, ვინც რეჟიმის სტაბილურობას ემუქრება.

„ჩვენ, ხალხის დეპუტატები, მოვუწოდებთ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის სასამართლოს, არ შეიწყალონ ისინი, ვინც ომი გამოგვიცხადა და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებივით იქცევა, ართმევს ადამიანებს სიცოცხლეს და ქონებას”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი რეზოლუციის ამოქმედების შემთხვევაში, 14 ათასზე მეტ ადამიანს, სიკვდილი ემუქრება. 

ცნობისთვის, ირანში თვეზე მეტია, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა,  გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში.

პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. 
თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“.

საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics