|
2022-11-08 21:05:12, 1873 ნახვა
ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - რუსეთს საკუთარი წარმოების რაკეტები ცოტა დარჩა, ამიტომ ირანიდან მიღებას ელოდება
რუსეთი ირანიდან ბალისტიკური რაკეტების მიღებას ელოდება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს საკუთარი წარმოების რაკეტები ცოტა დარჩა. "რუსეთი ირანიდან ბალისტიკური რაკეტების მიღებას ელოდება, ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს „ფატეჰ 110“-ს და „ზოლფაღარს“ შეუძლიათ, რუსეთის ძალებს უპირატესობა მიანიჭონ, მაგრამ არა დიდი, რუსეთს საკუთარი წარმოების რაკეტები ცოტა დარჩა, დაახლოებით 140 „ისკანდერი“ და რამდენიმე ათეული „კალიბრი“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)