15:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 17:28:01, 874 ნახვა

მსოფლიო
პუტინი G20-ის სამიტს შესაძლოა ვირტუალურად დაესწროს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში G20-ის სამიტს, შესაძლოა, ვირტუალურად დაესწროს. ამის შესახებ სამიტის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.

ინდონეზიის პრეზიდენტის თქმით, პუტინი გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას, ბალის სამიტზე დასწრებას არ გამორიცხავდა.

"რუსეთის პრეზიდენტი შეუერთდება მომავალ კვირას G20-ის ლიდერთა სამიტს თუ შესაძლებელი იქნება. მაგრამ თუ არა... შესაძლოა, მან ამის გაკეთება ვირტუალურად მოითხოვოს”, - განაცხადა ვიდოდომ.

აღსანიშნავია, რომ G20-ის სამიტს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა დღეს განაცხადა, რომ ზელენსკი სამიტში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში მიიღებს.

უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ G20-ის სამიტში არ მიიღებდა მონაწილეობას, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქ იქნებოდა.

დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics