|
2022-11-08 09:04:43, 1691 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი მიწა სავსეა ოკუპანტების გვამებით
მიწა სავსეა ოკუპანტების გვამებით, - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარება შეაფასა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინული ძალები ფრონტზე აქტიურ თავდაცვის მდგომარეობაში არიან. „ზოგადად, ფრონტზე ჩვენი ძალები აქტიურ თავდაცვის მდგომარეობაში არიან - აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთ რაიონში მტერს ნელ-ნელა ვაბრუნებთ. თანდათან წინ მივდივართ. დონეცკი რჩება უდიდესი ეპიცენტრი. ყოველდღიურად ასობით ოკუპანტი იღუპება. უკრაინული პოზიციების წინ მიწა ფაქტიურად ოკუპანტების ცხედრებით არის სავსე", - განაცხადა პრეზიდენტმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა 76 460 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. გარდა ამისა, განადგურდა 2771 ტანკი, 5630 ჯავშანტექნიკა და სხვა. უკრაინის არმია თანდათან ათავისუფლებს ქვეყანას ოკუპანტებისგან. 6 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებული მიწების 37%-ი გაათავისუფლეს. ამჟამად აღმოსავლეთის ფრონტი რჩება ომის მთავარ ეპიცენტრად. რუსი ოკუპანტები ცდილობენ დონბასში ბახმუტისა და სოლედარის ხელში ჩაგდებას, რათა მთელი რიგი მარცხების შემდეგ ფრონტზე მაინც მიაღწიონ წარმატებას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)