|
2015-02-06 12:07:58, 1249 ნახვა
პოლიტიკა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატს არ წარადგენს
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას არ წარუდგენს. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. გიგაურის თქმით, იმ ვითარებაში, როცა მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს, ბევრი ღირსეული კანდიდატის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ სურთ.
"მაშინ, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანიაა, ჩვენ არ გვინდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი. რადგანაც ვფიქრობთ, რომ ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ წარვადგენთ, მას შეიძლება მხარი არ დაუჭიროს პარლამენტის უმრავლესობამ. თუმცა ჩვენ როგორც იცით ამ პროცესში ჩართულები ვიყავით და კრიტერიუმების დადგენაშიც მოვიღეთ აქტიური მონაწილეობა. მოვუწოდებთ პროფესიულ წრეებს, უნივერსიტეტებს და სხვა ჯგუფებს იაქტიურონ ამ მიმართულებით. იმისთვის რომ პრეზიდენტს საბოლოოდ დიდი არჩევანი ქონდეს",-განუცხადა გიგაურმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომპეტენტურ პირებს მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატები 9 თებერვლამდე წარადგინონ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)