21:35 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-05 12:53:07, 1846 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც ჩეჩნეთის ორ ომში ერთად არ დაუკარგავს

რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც ჩეჩნეთის ორ ომში ერთად არ დაუკარგავს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის თანამდეროვე რუსეთის ხელისუფლების სიჯიუტე და სიყალბე, სწორედ ასეთივე ყალბია მათი განცხადებები, თითქოს, მზად არიან მოლაპარაკებებისთის.

"რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორ ომში ერთად, მაგრამ რეალურ დანაკარგებს თავიანთ საზოგადოებას უმალავენ. მათ მობილიზაციაც კი დამალეს და უბრალოდ ატყუებენ ხალხს, თითქოს, სამობილიზაციო პროცესი დასრულებულია. სინამდვილეში ისინი აგრძელებენ ხალხის შეკრებას როგორც საკუთარ ტერიტორიებზე, ასევე, ჩვენს ოკუპირებულ მიწებზე, რათა ისინი სიკვდილისთვის გაიმეტონ. ეს არის თანამდეროვე რუსეთის ხელისუფლების სიჯიუტე და სიყალბე, სწორედ ასეთივე ყალბია მათი განცხადებები, თითქოს, მზად არიან მოლაპარაკებებისთის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics