23:01 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 09:23:19, 1655 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი ბიჭები წინ მიიწევენ, რუსები კი ხომალდების გზას მიუყვებიან

ჩვენი ბიჭები წინ მიიწევენ, რაც შეეხება მარცვლეულს - გემები გზაში არიან, რაც შეეხება ოკუპანტებს, ისინიც გზაში არიან, ხომალდების გზას მიუყვებიან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა, უკრაინას ბრძოლის ველზე ვრ დაამარცხა და ახლა ენერგოინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა.

„რაც შეეხება ფრონტს, ბიჭები წინ მიიწევენ, რაც შეეხება მარცვლეულს - გემები გზაში არიან, რაც შეეხება ოკუპანტებს, ისინიც გზაში არიან, ხომალდების გზას მიუყვებიან! ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა, გავუძლოთ რუსეთის ენერგეტიკულ ტერორს და ასეთ გამოწვევას. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ენერგო ინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა, მტრის სისუსტეზე მეტყველებს. ისინი ვერ ამარცხებენ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ჩვენი ხალხის გატეხვას ამ გზით - დაამცირონ უკრაინელები, დაარტყან ჩვენი ხალხის მორალს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მე მჯერა, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს.

ეს ყოველთვის ასე იქნება. მიუხედავად მტრული არტილერიის ფიზიკური უპირატესობისა, ჩვენი ჯარისკაცები საუკეთესო შედეგებს გვაძლევენ. ჩვენი არტილერისტების უპირატესობა ხარისხობრივია - უნარი, დაზვერვა, საკუთარი თავის და ჩვენი ქვეყნის რწმენა”,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics