|
2022-11-03 23:17:55, 1772 ნახვა
ომი უკრაინაში
ბერბოკი - G7-ის ქვეყნები უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარებიან
G7-ის ქვეყნები უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარებიან. - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისივე თქმით, დიდი შვიდეული პუტინს უკრაინისა და საერთაშორისო ერთიანობის დაშლის უფლებას არ მისცემს. "დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინის ზამთრისთვის მომზადებას ერთად ვიწყებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უამრავი ადამიანი - მოხუცები, ბავშვები, მოზარდები, ოჯახები - მომავალ ზამთრის თვეებში რუსეთის პრეზიდენტის სისასტიკის გამო შიმშილით, ან სიცივით დაიღუპონ. დიდი შვიდეული პუტინს უკრაინისა და საერთაშორისო ერთიანობის დაშლის უფლებას არ მისცემს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)