22:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 17:15:11, 1514 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი გაეროს - მოგიწოდებთ დაგვეხმაროთ რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებაში

მოგიწოდებთ დაგვეხმაროთ რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებაში. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იორდანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით,სიტუაცია უნდა მოგვარდეს „უახლოეს პერიოდში“.

„ამ დრომდე ვერ ვხედავთ რაიმე შედეგს მეორე ასპექტთან დაკავშირებით, რაც რუსული სასუქისა და მარცვლეულის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოფხვრას გულისხმობს.  კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ გაეროს გენერალურ მდივანს, უზრუნველყოს ვალდებულებების შესრულება, რომლებზეც ის დათანხმდა საკუთარი ინიციატივით,სასუქისა და მარცვლეულის მოცულობაზე თუ ვისაუბრებთ, ეს მოცულობა რუსეთის მხრიდან შეუდარებლად დიდია, ვიდრე უკრაინის მხრიდან". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics