|
2022-10-31 15:13:34, 2036 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - თურქეთი, რუსეთის ყოყმანის მიუხედავად, გააგრძელებს ძალისხმევას სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად
თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთში არ იშურებენ ძალისხმევას, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდების პროცესი არ შეფერხდეს. "სასურსათო კრიზისის გამო გლობალური წარმოებისა და მიწოდების ქსელებში მუშაობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ხორბლის მსოფლიო წარმოების მესამედს უკრაინა და რუსეთი ახორციელებენ. თითოეული თქვენგანი მოწმეა, რომ არ ვიშურებთ ძალისხმევას ეს მარცვლეული შიმშილის საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყნებს მივაწოდოთ. ერთობლივი მექანიზმი რომელიც სტამბულში შევიმუშავეთ ამ ქვეყნებს 9,3 ტონა მარცვლეული უკვე მივაწოდეთ, რაც სასურსათო კრიზისის შემცირებაზე კარგად აისახა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი იყოყმანებს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი“,- განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში, დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ გამო, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა. უკრაინიდან პროდუქციის გადამზიდავი 218 გემის მოძრაობა დაბლოკილია.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)