19:06 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 14:19:45, 1020 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის ჩრდილოეთით, სოფელ ნასლავჩაში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

მოლდოვის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონის სოფელ ნასლავჩაში, რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და უკრაინის საზღვართან დასახლების გარეუბანში ჩამოვარდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ნასლავცეში რამდენიმე სახლი დაზიანდა. 

„უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დღეს დილით მოხდა თავდასხმა უკრაინაში დნესტრის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე, რომელიც მდებარეობს ნასლავჩას კაშხლიდან 10 კმ-ში. რუსეთის თავდასხმა კაშხალს არ შეეხო. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ საფრთხე არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

სამართალდამცავებმა შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად ტერიტორია, სადაც რაკეტა ჩამოვარდა, ლენტით შემოსაზღვრეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული ჯგუფი.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics