19:08 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 13:46:56, 1511 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - მზად ვართ, რუსეთის წინადადებების საფუძველზე, აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე ვიმუშაოთ

სომხეთი მზადაა რუსეთის წინადადებების საფუძველზე აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე იმუშაოს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი Twitter- ზე წერს.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა ეს სოჭში დაადასტუროს და იმედოვნებს, რომ რუსეთი საკუთარ წინადადებას მხარს დაუჭერს.

„სექტემბრის დასაწყისში სომხეთი დათანხმდა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებსა და პარამეტრებზე მუშაობას და მზად არის ამის სოჭში დასადასტურებლად. იმედი გვაქვს, რუსეთი საკუთარ წინადადებას მხარს დაუჭერს“,- წერს ფაშინიანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრა სოჭში, 31 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics