08:16 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 19:15:03, 1826 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის ელჩი ბრიტანეთში - არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას

რუსეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამგვარი ქმედება რუსეთის მხრიდან გამორიცხულია.

"რუსეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს გამორიცხულია. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ყველა მინისტრი დაარწმუნა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს თქვეს ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა და პრეზიდენტმა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics