09:05 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 17:41:12, 1712 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში გააუპატიურეს ქალები, მამაკაცები, ბავშვები - საქმეზე 5 პირია ეჭვმიტანილი

სექსუალური ძალადობა ყველა კატეგორიას თანაბრად შეეხო: ქალებს, მამაკაცებს, ბავშვები. - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პროკურორმა ირინა დიდენკომ განაცხადა.

მისივე თქმით,ამჟამად სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი იდენტიფიცირებულია. სასამართლოში ორის საქმე უკვე განიხილება.

"სექსუალური ძალადობა ყველა კატეგორიას თანაბრად შეეხო: ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებს. რაც შეეხება ასაკს, 4-დან 85 წლამდე. სამწუხაროდ, არანაირი გამონაკლისი, კატეგორიები და ასაკობრივი მახასიათებლები, ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანი განიცდიდა ასეთ ძალადობას და, სამწუხაროდ არის ბევრი შემთხვევაა“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics