12:27 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 16:48:21, 2432 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო გადადგა

უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვასილე დინკუმ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ომის დასასრულებლად უკრაინის ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა.

„ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან. ვფიქრობ, გადადგომა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებსა და პროგრამებს, რომლებიც მოქნილ სამეთაურო ჯაჭვს საჭიროებს და არ დაიბლოკოს რიგი პროექტები, რომლებიც აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის”,- განაცხადა დინკუმ.

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვასილე დინკუმ აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინისთვის ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა, რასაც პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics