|
2022-10-21 17:11:50, 1084 ნახვა
მსოფლიო
საპროტესტო აქციები ირანში - უსაფრთხოების ძალებმა 17 წლის ბიჭი მოკლეს
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამჯერად, უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ მაშჰადში 17 წლის ბიჭი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აბოლფაზლ ადინეზადე, რომელიც სკოლაში არ წავიდა, რათა ანტისამთავრობო აქციებს შეერთებოდა, 8 ოქტომბერს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ირანის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. მაგრამ მისი გარდაცვალების მოწმობაში ნათქვამია, რომ ის გარდაიცვალა ღვიძლისა და თირკმელების დაზიანების შედეგად, რომელიც გამოწვეული იყო ახლო მანძილიდან საფანტის იარაღის სროლით. წყაროების ცნობით, აბოლფაზლის მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა დაემართა მათ შვილს. მხოლოდ მეორე დღეს დაურეკა განათლების სამინისტრომ და უთხრა, წაეყვანათ იგი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებიდან, მაგრამ როცა იქ მივიდნენ, უთხრეს, რომ ის მკვდარი იყო. ირანში საპროტესტო აქციები თვეზე მეტია გრძელდება. პოლიციელების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს სულ მცირე 201 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი ემსხვერპლა. ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)