|
2022-10-21 13:51:38, 1103 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთისთვის ირანული შეიარაღების მიწოდებაზე გამოძიება დაიწყო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთისთვის ირანული შეიარაღების მიწოდებაზე გამოძიება დაიწყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, SBU-ს გამომძიებლებმა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უნდა დაადგინონ ყველა პირი, ვინც რუსეთის ფედერაციისთვის ირანული დრონების - "შაჰედ-136"-ის და "მოჰაჯერ-6"-ის, აგრეთვე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაში მონაწილეობს. უსაფრთხოების სამსახურში ფიქრობენ, რომ ირანის ხელისუფლებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები შეგნებულად ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ვინც რუსეთს ეხმარება უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების დაბომბვაში, ასევე პასუხი უნდა აგოს რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე", - განაცხადა SBU-ს ხელმძღვანელმა, ვასილი მალიუკმა. საქმეზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-2 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ ირანმა მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავები მიაწოდა. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აცხადებს, რომ "ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და ომის დასრულება სურს". ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცებით კი, "ირანი აგრძელებს ტყუილს, თუმცა მსოფლიომ იცის, რუსეთი მის დრონებს მოსახლეობაზე თავდასხმისთვის იყენებს". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას არღვევს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)