21:48 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 16:41:35, 1377 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ტრასმა დაუნინგ სთრითზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მომავალ კვირაში გაიმართება ახალი არჩევნები და დაამატა,რომ იგი პრემიერ-მინისტრად დარჩება მანამ სანამ მისი მემკვიდრე არ აირჩევა. ლიზ ტრასის წასვლა უზრუნველყოფს ძალაუფლების ახალ ბრძოლას მმართველ კონსერვატიულ პარტიაში. კონსერვატიულმა დეპუტატებმა მას მოუწოდეს წასულიყო და ტრასი საბოლოოდ მათ მოთხოვნას დათანხმდა.

ბრიტანეთი ახლა მესამე განსხვავებული ლიდერის მოსვლის პერსპექტივის წინაშე დგას, მალე ახალი ლიდერების კონკურსი გაიმართება დაჩქარებული განრიგის მიხედვით. ტრასის თქმით ერთი კვირის განმავლობაში შეირჩევა პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას მათ შორის რიში სუნაკს ყოფილ კანცლერს,რომელიც ზაფხულში ტრასთან დამარცხდა. 

ბორის ჯონსონის პოტენციური დაბრუნება პოლიტიკის ამ ფრონტზე გამორიცხული არ არის ჯონსონის ზოგიერთი მოკავშირე ბოლო კვირების განმავლობაში ამტკიცებდა რომ მისი გადაყენება შეცდომა იყო.

2 დღის წინ, 18 ოქტომბერს ლიზ ტრასმა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თითქმის 6 კვირის წინ გახდა, თქვა, რომ მომავალ არჩევნებში იგი კონსერვატიულ პარტიას უხელმძღვანელებს.

"ვრჩები, რადგან მათ მე ამირჩიეს, რათა ამ ქვეყანას ვემსახურო და ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებასაც ვაპირებ".

ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბორის ჯონსონი შეცვალა. 

ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან  81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო.

ამას წინ უძღოდა 6 ივნისი, როდესაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადეს და მას თანამდებობის დატოვება მოუწია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics