2022-10-19 18:07:37, 1645 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სარდლობა - ცოტა ხნის წინ, კიევზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა
ცოტა ხნის წინ, კიევზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო სარდლობამ განაცხადა.
მათივე თქმით, განადგურებულია ორი საკრუიზო რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი.
"ცოტა ხნის წინ, კიევზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა, განადგურებულია ორი საკრუიზო რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 10 და 11 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა მასიურად შეუტიეს უკრაინას . თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც. კერძოდ, ორი დარტყმა იყო შევჩენკოს რეგიონშიც . დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,