23:02 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 12:00:12, 1253 ნახვა

მსოფლიო
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი გაიტაცეს

რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები გაიტაცეს,- ამის შესახებ უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „Energoatom“-მა განაცხადა.

უწყების ცნობით, 17 ოქტომბერს ოკუპანტებმა ქარხნის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ოლეგ კოსტიუკოვზე და გენერალური დირექტორის, ოლეგ ოშეკის თანაშემწეზე დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

„გუშინ, 17 ოქტომბერს, რუსმა ბირთვულმა ტერორისტებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ზაპორიჟიეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ოლეგ კოსტიუკოვი და ქარხნის გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკა. მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ახლა არაფერია ცნობილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Energoatom-ის ცნობით, თანამშრომლების ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან.

კომპანიამ მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსს და მსოფლიო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო ზომა ქარხნის მუშაკების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად და მათი სამსახურში დაბრუნების ხელშეწყობისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics