10:40 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 19:41:29, 1877 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - შევთანხმდით, რომ 15 ათასი უკრაინელი სამხედრო ევროკავშირის ტერიტორიაზე მომზადებას გაივლის

შევთანხმდით, რომ 15 ათასი უკრაინელი სამხედრო ევროკავშირის ტერიტორიაზე მომზადებას გაივლის. - საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისია უზრუნველყოფს უკრაინელი ჯარისკაცების ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ მომზადებას. მისიის შტაბ-ბინა კი ბრიუსელში განთავსდება.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, აზრები გაგვეცვალა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან, რომელმაც ჩვენს კონფერენციას თავშესაფრიდან მიმართა. ვფიქრობ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრი გვესაუბრებოდა თავშესაფრიდან მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობდა დარტყმებს კიევზე. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, უკრაინის მხარდაჭერა რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად. პუტინი მარცხდება პოლიტიკურად, მორალურად, ამის მიუხედავად ის განაგრძობს ესკალაციას, მათ შორის მთელი უკრაინის ფარგლებში სამოქალაქო სამიზნეებზე იერიშით. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის შექმნაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით. მომზადება ჩატარდება ევროპულ მიწაზე. მისიის ფარგლებში მომზადებას გაივლის 15 ათასამდე სამხედრო. ასევე, შევთანხმდით დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფაზე უკრაინის თავდაცვითი ძალებისთვის იარაღის მიწოდების გასაგრძელებლად“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის შექმნის შესახებ, რომელსაც EUMAM Ukraine ერქმევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics