23:01 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 16:58:39, 1357 ნახვა

მსოფლიო
ირანში, ევინის ციხეში დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ირანში, ევინის ციხეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ირანის სასამართლომ გაავრცელა.

ოფიციალური პირების თქმით, დაშავებულია ათობით ადამიანი.

ციხეში ასობით ის ადამიანი იყო მოთავსებული, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებში მონაწილობდნენ.

სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ხანძარი ციხის სახელოსნოში პატიმრებს შორის ჩხუბის შემდეგ გაჩნდა. სახელმწიფო ტელევიზიამ კი თქვა, რომ ეს იყო "წინასწარ განზრახული" გაქცევის გეგმა, რომელიც როგორც თეირანის ციხეების უფროსმა თქვა, უსაფრთხოების ძალებმა ჩაშალეს.

როგორც BBC წერს, ციხეს დასავლური უფლებადამცველი ჯგუფები დიდი ხანია აკრიტიკებენ. Human Rights Watch-მა ციხის ხელისუფლება წამებაში, ხანგრძლივ დაკითხვებსა და დაკავებულებისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ამინი ე.წ. მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა. მოგვიანებით კი, საჭირო გახდა 22 წლის ქალის კლინიკაში გადაყვანა, სადაც ის გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics