2022-10-15 13:45:30, 914 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
თურქეთში მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან, 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა.
აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,