00:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 12:23:27, 1541 ნახვა

რეგიონი
კასპში ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი გაიმართა

კასპში ქართლური ტრადიციული სიმღერისა და გალობის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი 2018 წელს დაფუძნდა კასპში, აწ გარდაცვლილი სამთავისი -კასპის ეპისკოპოსის დამიანეს ლოცვა კურთხევით, რომელიც 2018 და 2019 წელს სამთავისის ტაძრის ეზოში გაიმართა. პანდემიის შემდეგ ფესტივალი წელს პირველად გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს მამაკაცთა ფოლკლორულმა ანსამბლებმა კასპიდან - „მოურავი“, „ქართლი“ და წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გუნდი, გალობის უნივერსიტეტის გუნდმა, ანსამბლებმა "პატარა კახი“ თელავიდან, “რიხი" გორიდან, „ლაგუშედა“ მესტიიდან, მგალობელ მომღერალთა გუნდი „ამაღლება“ ჩოხატაურიდან, ანსამბლები „კიმილია’,“ ფერხისა“, „სახიობა“და ჯგუფი „ნანინა“ თბილისიდან.

ფესტივალის მიზანი ქართლური სიმღერისა და ტრადიციული გალობის პოპულარიზაციაა. ფესტივალში მონაწილე ყველა ანსამბლმა ერთი ქართლური და ორი კუთხური სიმღერა შეასრულა.

ფესტივალის დასასრულს ანსამბლების მიერ შესრულდა მრავალჟამიერი. მონაწილეებს გორისა და ატენის ეპისკოპოსმა მეუფე ანდრიამ საპატიო სიგელები გადასცა.

ფესტივალს ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
ფესტივალი კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ეკა ყაზარაშვილი და ზაზა მენაბდიშვილი უძღვებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics