01:40 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 11:01:51, 1094 ნახვა

მსოფლიო
CNN - პუტინის რისხვა შეიძლება ომის ახალი და სასტიკი ეტაპის დასაწყისი იყოს

ვლადიმერ პუტინის რისხვა შეიძლება ომის ახალი და სასტიკი ეტაპის დასაწყისი იყოს,- აღნშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მესიჯი ყველასათვის ნათელი იყო, რომ პუტინი არ აპირებს თავის დამცირებას და ეთანხმება დამარცხებას.

„მესიჯი ნათელი იყო მთელი მსოფლიოსთვის: პუტინი არ აპირებს თავის დამცირებას. ის არ ეთანხმება დამარცხებას. ის სრულიად მზადაა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვისა და განურჩეველი ტერორისთის ბრძოლის ველზე წარუმატებლობის სერიის საპასუხოდ", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა.

მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics