01:40 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 14:18:50, 1213 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - უკრაინის პრეზიდენტს გადაეცით, რომ თუკი შეგვეხებიან, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოეჩვენებათ

ისინი ახლა ყველასთან საბრძოლველად მზად არიან, - ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ყირიმის ხიდზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები "ტერორისტული საფრთხის დონის" მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. 

როგორც თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ბელარუსი არ დაუშვებს "რუსებს ზურგში სროლას". 

 ”უკრაინის პრეზიდენტს და სხვა გიჟებს, თუ ისინი ჯერ კიდევ იქ არიან, გადაეცით, რომ ყირიმის ხიდი მათ ყვავილებად მოეჩვენებათ, თუკი თავიანთი ბინძური ხელებით ჩვენი ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც შეეხებიან",- თქვა ლუკაშენკომ. 

 

"ეს არის თქვენი ფუნქცია, ჩათვალეთ ეს თქვენთვის ბრძანებად" , - მიმართა სახელმწიფოს მეთაურმა სამხედრო და უსაფრთხოების ძალებს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics