|
2022-10-10 10:55:24, 2331 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო სროლებით დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობით სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ დასრულდა. დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. 41-ე ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერით საბრძოლო სროლები განახორციელა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული თავდაცვითი ოპერაციები შეასრულა. წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე ხელმძღვანელობდა და მასში სარდლობის ყველა ქვედანაყოფი იყო ჩართული. სწავლება მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებას, სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების კოორდინაციას, ოპერაციების სინქრონიზებასა და ახალი სისტემების გამოცდას ისახავდა მიზნად.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)