2022-10-06 21:41:25, 1643 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ პუტინი სიცოცხლის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს
ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ პუტინი სიცოცხლის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს . - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო არასოდეს აპატიებს ასეთ ნაბიჯს არც რუსეთის პრეზიდენტს და არც რუსეთს.
"მე მჯერა, რომ რუსეთის მეთაურს ძალიან უყვარს საკუთარი სიცოცხლე და ვფიქრობ, მას ესმის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ვეღარ შეძლებს მის შენარჩუნებას. ამაში დარწმუნებული ვარ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .
ავტორი: ექსპრესნიუსი,