2022-10-05 22:21:55, 1689 ნახვა
ომი უკრაინაში
ლეიენი - მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე
მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ მეტად სწრაფად და მტკიცედ უნდა იმოქმედონ.
"მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტის გარშემო.
ჩვენ სწრაფად და მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ.
ჩვენ არასოდეს მივიღებთ პუტინის მოჩვენებით რეფერენდუმს და არც რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .
ავტორი: ექსპრესნიუსი,