16:28 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 21:31:26, 1725 ნახვა

ომი უკრაინაში
კრამონი - პუტინი ტერორისტია, რომელსაც მხოლოდ ბავშვების დაბომბვა და ჩვენი დაშანტაჟება შეუძლია

პუტინი ტერორისტია, რომელსაც მხოლოდ ბავშვების დაბომბვა და ჩვენი დაშანტაჟება შეუძლია. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯარისკაცების მობილიზაცია და ბირთვული იარაღით მსოფლიოს დაშანტაჟება მხოლოდ ერთადერთ რაღაცას ადასტურებს: პუტინი სასოწარკვეთილია. 

"პუტინი არც სტრატეგიის ოსტატი და არც გეოპოლიტიკური გენიოსია, ის ტერორისტია, რომელსაც მხოლოდ ბავშვების დაბომბვა და ჩვენი დაშანტაჟება შეუძლია. ამ მცდელობებში სასარგებლო იდიოტები მისი მთავარი სამიზნეები არიან. ამ სასარგებლო იდიოტებს და ისინი ბევრნი არიან, პოლიტიკოსები, ტექნიკური მეწარმეები, არ უნდა მიეცეთ ნარატივის განსაზღვრის უფლება.
ჯარისკაცების მობილიზაცია და ბირთვული იარაღით მსოფლიოს დაშანტაჟება მხოლოდ ერთადერთ რაღაცას ადასტურებს: პუტინი სასოწარკვეთილია. სასოწარკვეთილია, რადგან ის აგებს ომს, რომელზეც დაიფიცა, რომ სამ დღეში მოიგებდა. სასოწარკვეთილია, რადგან სანქციები მასზე მოქმედებს და მისი პროპაგანდა დიდხანს ვერ გადაწონის რუსების ცარიელ მაცივარს,  სასოწარკვეთილია, რადგან მას უფრო და უფრო ხმამაღლა ესმის ამბოხების ხმები კრემლში. პუტინი რუსეთის ყველაზე დიდი მტერია და მისი დასასრული უკვე ჩანს. მანამდე, ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას უკრაინის გვერდით, მივაწვდით მათ მძიმე იარაღს, მხარს დავუჭერთ ევროკავშირის ინიციატივას, რათა მისმა მამაცმა ხალხმა საბოლოოდ მოიგოს ომი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics