2022-10-05 11:00:02, 1288 ნახვა
მსოფლიო
ირანში მიწისძვრის შედეგად 300-მდე ადამიანი დაშავდა
ირანში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 300-მდე ადამიანი დაშავდა.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ხოვისთან ახლოს დაფიქსირდა.
ხოვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ დაშავებულთა ნაწილი, მოტეხილობების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიწისძვრის შედეგად 200-მდე სახლიც დაზიანდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,