|
2022-10-04 10:49:36, 1522 ნახვა
რეგიონი
,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
დღეს, ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის" მიზნობრივი პროგრამის ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პოლიტიკისა და შესაძლებლობების განვითარების სპეციალისტმა, გაეროს განვითარების პროგრამიდან ნათია წიქვაძემ და იდეის გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს ხელი. ქედაში პროექტი წელს პირველად ხორციელდება, რომლის ფარგლებში სულ 9 ბიზნეს-იდეა დაფინანსდება აღსანიშნავია, რომ ,,გაეროს განვითარების პროგრამის" ფარგლებში პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 30 000 ლარს შეადგენს. პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და კომისიის წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)