|
2022-10-04 10:35:56, 758 ნახვა
მსოფლიო
ISW - პუტინი ცდილობს ხარკოვში განცდილი წარუმატებლობა სხვებს გადააბრალოს და საკადრო ცვლილებებს ატარებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს ხარკოვის რეგიონში განცდილ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სხვებს გადააბრალოს, - ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია საუბარი . ISW-ის ცნობით, პუტინი ამ მიზნისთვის, თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებს ატარებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ სამხედრო ოლქში ახალი მეთაური დაინიშნა - გენერალ-ლეიტენანტი რომან ბერდნიკოვი, რომელმაც ამ პოსტზე ალექსანდრე ჟურავლევი შეცვალა. ISW-მ აღნიშნა, რომ დასავლეთის სამხედრო ოლქის რუსული ქვედანაყოფები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძირითადად მოქმედებდნენ ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაგრამ მკაფიოდ განსაზღვრული მეთაურის გარეშე. ჟურავლევი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უნახავთ და პუტინმა ორ კვირაში შეცვალა "დასავლეთის ძალების ჯგუფის" ორი მეთაური. ISW ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პუტინი საკადრო ცვლილებებს ახორციელებს ხარკოვის რეგიონში და ლიმანში რუსეთის ფედერაციის დანაკარგებით უკმაყოფილების გამო. ეს შეიძლება ასევე იყოს ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინის დაცვის მცდელობა ლიმანში რუსეთის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის კრიტიკისგან. ISW აღნიშნავს, რომ ამ გზით პუტინი შესაძლოა ცდილობდეს, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის მომავალ დანაკარგებზე ხარკოვში და, შესაძლოა, ლუგანსკის რაიონებში ახლად დანიშნულ ბერდნიკოვზე გადაიტანოს.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)