2022-10-03 21:45:37, 1689 ნახვა
ომი უკრაინაში
IAEA - ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი გაათავისუფლეს
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი გაათავისუფლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს IAEA-ს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ავრცელებს.
მისივე თქმით, ნი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა თავის ოჯახთან.
"მივესალმები უკრაინის ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დასტური, რომ ბ-ნი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა თავის ოჯახთან". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .
ავტორი: ექსპრესნიუსი,