21:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 11:55:32, 911 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის დირექტორის პირველ მოადგილე შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის დირექტორის პირველ მოადგილეს ერიკ პიტერსონს შეხვდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, რომელთა მიზანიც როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერება, ეფექტიანი საქმიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებულ შტატების მნიშვნელოვან წვლილს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში.

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით და მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურაში ბევრი წარმატებული პროექტი ხორციელდება, მათ შორის - თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ტრანსნაციონალური და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მხარდაჭერის მიმართულებით და სხვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics