04:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-02 12:15:14, 912 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალია გააფართოვებს სანქციების სიებს ე.წ რეფერენდუმებთან დაკავშირებით

ავსტრალია გააფართოვებს სანქციების სიებს ე.წ „რეფერენდუმებთან“ დაკავშირებით
სანქციები 28 ადამიანს დაეკისრება. მათ შორის არიან თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხერსონისა და ზაპოროჟიის ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ასევე მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები.

ვინ მოხვდა სანქციების ქვეშ, საჯაროდ არ გახდება ცნობილი.

ამასთან ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტი შეიმუშავა. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

მისივე  თქმით, გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა.

"გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილი მოჩვენებითი რეფერენდუმები არის მიწის მიტაცების ან საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობა. მობილიზაცია და პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღის გამოყენების შესახებ, არის ესკალაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოაცხადა ახალი სანქციების სერია ასობით კომპანიისა და ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის პარლამენტის წევრებისა და მთავრობის წარმომადგენლების ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics