2022-09-30 14:59:58, 995 ნახვა
საზოგადოება
2023 წლიდან პენსია იზრდება - ნახეთ, ვის რამდენი ემატება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულების დაფინანსება 770 მლნ ლარით გაიზრდება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა:
- პენსია 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის 365 ლარი გახდება
- 70 წლის ან მეტი ასაკის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის 420 ლარამდე გაიზრდება
- 70 წლამდე პირთა პენსია, 300 ლარამდე გაიზრდება
- 70 წლამდე პირთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 355 ლარი გახდება
მთავორბის მეთაურმა დასძინა, რომ აღნიშნული ცვილელა ძალაში 2023 წლის იანვრიდან შევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,