|
2022-09-30 12:52:55, 7275 ნახვა
საზოგადოება
“Tegeta Green Planet“ - სპეციფიკური ნარჩენების მართვისთვის „თეგეტა ჰოლდინგმა“ ავტორიზება მოიპოვა
თანამედროვე მსოფლიოსთვის სპეციფიკური ნარჩენებისგან მიღებული ზიანის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დღეისათვის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ყველაზე ეფექტურ გზად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპების დანერგვა ითვლება. კომპანიების მხრიდან გარემოსდაცვითი მიდგომა აერთიანებს მწარმოებლისა და იმპორტიორის პასუხისმგებლობას, ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე, სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. აღნიშნული გულისხმობს, სპეციფიკური ნარჩენების რეციკლირებას, მათ გადამუშავებასა და აღდგენას. საქართველოში ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ვალდებულება აიღო და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ავტორიზაცია მოიპოვა, ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტია.“ კომპანია იღებს ვალდებულებას, მართოს სპეციფიკური ნარჩენები საბურავების, საავტომობილო აკუმულატორებისა და ზეთების მიმართულებით. ამ პროდუქტების ნაწილი, პირველადი გამოყენების შემდეგ სპეციფიკურ ნარჩენებად გადაიქცევა.
„თეგეტა გრინ პლანეტის“ ხელმძღვანელი შალვა ახვლედიანი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის გარემოს დაცვაზე ზრუნვა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“, რომელიც სწორედ სპეციფიკური ნარჩენების მართვას, მათ რეციკლირება, გადამუშავება და აღდგენას უზრუნველყოფდა . აღნიშნული უნდა განხორციელდეს მათი სეპარირებული შეგროვებით, გადამუშავებით და ახალი პროდუქციის მიღებით, რომელიც თავიდან ჩაეშვება ბაზარზე. ამასთანავე გვსურს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ ამ მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ თეგეტაში ნარჩენების მართვა აქამდეც ხდებოდა, თუმცა, 2022 წლის ივლისიდან, პროცესი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა.“ „თეგეტა გრინ პლანეტს“ ნარჩენების მართვის ვალდებულება 2023 წლიდან ერთვება. ამ დრომდე კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, როგორიცაა შეგროვების პუნქტების მოძიება, ლეგალიზების სამუშაოები, ლიცენზირებული გადამამუშავებელი ქარხნების მოძიება და პროცესების დაგეგმვა, რათა სპეციფიკური ნარჩენების უფრო დიდი მასის მართვა, კანონის შესაბამისად განხორციელდეს. სამომავლოდ „თეგეტა გრინ პლანეტი“ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობის აღების გარდა, ქვეყნის ყველა რეგიონში გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას აპირებს. ასევე, გარემოსდაცვით საკითხებზე, საზოგადოების მეტად ინფორმირებისათვის, კომპანიაში სხვადასხვა ბიზნესსუბიექტებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, საინფორმაციო კამპანიებს წარმოება იგეგმება.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)