2022-09-30 11:04:01, 1574 ნახვა
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს ოლქში, რუსი ოკუპანტების მიერ ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა
ზაპოროჟიეს მიდამოებში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
უკრაინის ზაპოროჟიის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ 30 სექტემბერს, დილით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა მანქანების კოლონაზე განხორციელა.
„ხალხი რიგში იდგა, რათა დაეტოვებინათ დროებით ოკუპირებული ტერიტორია, რათა აეყვანათ ნათესავები და მათთვის მიეწოდებინათ დახმარება“, - თქვა მან ტელეგრამის არხზე.
თავის მხრივ, ზაპოროჟიის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი ვოლოდიმირ როგოვი აცხადებს, რომ "ტერორისტული აქტი" უკრაინელმა სამხედროებმა ჩაიდინეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,