21:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 10:49:30, 813 ნახვა

საზოგადოება
დეპუტატებმა პირველი ქვეითი ბრიგადა და ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულეს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის ძალებში ვიზიტებს განაგრძობენ. აღნშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტორს ცნობით, საპარლამენტო ზედამხედველობის საქმიანობის ფარგლებში, უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პირველ ქვეით ბრიგადასა და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ.

"კანონმდებლებმა პირველ ქვეით ბრიგადაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ბრიგადის შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. დეპუტატები ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებსა და ეკიპირებასაც გაეცნენ.

სტუმრები საარტილერიო ბატალიონის ნაღმმტყორცნელთა ასეულის პრაქტიკულ მეცადინეობას ადგილზე დააკვირდნენ. მოგვიანებით კი, მათ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს. პირველი ბრიგადის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გადაინაცვლეს, სადაც აკადემიის სტრუქტურის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ.

დეპუტატებმა აკადემიის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და იუნკერების სასწავლო პროცესს ადგილზე დააკვირდნენ. საქართველოს პარლამენტის წევრები თავდაცვის ძალებში ვიზიტებს ეტაპობრივად ახორციელებენ და მიმდინარე პროცესებს ეცნობიან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics