05:52 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 14:41:37, 878 ნახვა

მსოფლიო
აშშ, პოლონეთი და ბულგარეთი თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი

პოლონეთმა თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვება ურჩია. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

უწყების ცნობით,  „უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა არაპროგნოზირებადი მოვლენების შემთხვევაში“, რუსეთიდან ევაკუაცია შესაძლოა რთული ან თუნდაც შეუძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის ნაკლებობის გამო.

მსგავსი განცხადება გააკეთა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. იქ მოქალაქეებს „რთული სიტუაციის“ გამო რუსეთის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს. მათ, ვინც ჯერ კიდევ დარჩნენ, ურჩიეს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და გამოიჩინონ გაზრდილი სიფხიზლე, ყურადღებით აკონტროლონ როგორ განვითარდება ვითარება და დაუკავშირდნენ საელჩოს მოსკოვში და გენერალურ საკონსულოსთან სანქტ-პეტერბურგში.

გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატებიც და მოუწოდებს, რომ არ იმოგზაურონ რუსეთში. 

„აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ რუსეთში, ხოლო მათ, ვინც ცხოვრობს ან მიემგზავრება რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ შეზღუდული კომერციული მოგზაურობის შესაძლებლობები რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათ აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა მობილიზაცია უკრაინაში ომისთვის, რუსულმა მხარემ შეიძლება უარი თქვას ორმაგი მოქალაქეებისთვის აშშ-ს მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი თქვას აშშ-ს საკონსულო დახმარებაზე, ხელი შეუშალოს მათ რუსეთის დატოვებას და ორმაგ მოქალაქეებს სამხედრო სამსახურისთვის მოუწოდეს.

საელჩომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომერციული ფრენების ვარიანტები რუსეთში ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია და ხშირად მიუწვდომელია მოკლე დროში. ამიტომ, აშშ-ს მოქალაქეებმა უნდა ისარგებლონ სახმელეთო მარშრუტებით.

„აშშ-ს საელჩოს აქვს სერიოზული შეზღუდვები აშშ-ს მოქალაქეების დახმარების უნარში და პირობები, მათ შორის ტრანსპორტირების ვარიანტები, შეიძლება მოულოდნელად კიდევ უფრო შეზღუდული გახდეს“, - აცხადებენ საელჩოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics