05:52 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 11:45:03, 1030 ნახვა

მსოფლიო
კანადა ე.წ. რეფერენდუმებთან კავშირში მყოფ პირებსა და სუბიექტებს ახალ სანქციებს დაუწესებს

კანადა არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ყალბი რეფერენდუმის შედეგებს ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობას, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კანადა  ახალ სანქციებს დაუწესებს "პირებს და სუბიექტებს", რომლებიც მონაწილეობენ უკრაინაში "ყალბი რეფერენდუმების" ჩატარებაში.

„რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც უკრაინაში - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარდა, აბსოლუტურად არ აქვს ლეგიტიმაცია. არსებობს უამრავი ცნობა ამომრჩეველთა ძალის გამოყენებით დაშინების შესახებ. ეს რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. კანადა არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ყალბი რეფერენდუმის შედეგებს ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობას. ჩვენ ვაპირებთ ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც თანამონაწილენი არიან სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების შელახვის მცდელობაში და იზიარებენ პასუხისმგებლობას უკრაინაში მიმდინარე უაზრო სისხლისღვრაზე", - აცხადებს ტრუდო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კანადა და მისი საერთაშორისო პარტნიორები, რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ,  უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

"უკრაინის ტერიტორია უკრაინის ტერიტორიად დარჩება", - ამბობს ტრუდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics