23:35 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 14:30:43, 791 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად

არის დღესასწაული, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, არის დღესასწაული, როცა მწუხარებას გამოვთქვამთ,- ამის შესახებ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ბრძანა.

როგორც ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას დასძინა, დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმის, თუმცა არ უნდა შეგვეშინდეს, ვინაიდან მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა და დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. 

"არის დღესასწაული, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, არის დღესასწაული, როცა მწუხარებას გამოვთქვამთ. ახლა მინდა მოგილოცოთ სამი დღესასწაული - ქეთევანობა, წამება მისი, ჯვართამაღლება და ალავერდობა

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად.

აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს.

ჯვართამაღლება - ეს ისეთი დღესასწაულია, ჯვარს გამოსახავს ადამიანი თავისი ცხოვრებით. ერთი ხაზი მიდის უფალთან, მეორე ხაზი კი - ადამიანებთან და ჩვენ ამით იმედს გამოვთქვამთ. მრავალ ადამიანს უნდოდა, დაემხო ჯვარი, მაგრამ ვერ შეძლეს, - ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია. ამიტომ ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და გამარჯვებული იქნება ადამიანი.

დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას.

ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჯვარი უფლისა იყოს მფარველი თქვენი და მთელი მსოფლიოსი.

ჩვენთან არს ღმერთი!“,- ქადაგებს პატრიარქი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics