|
2022-09-27 13:17:04, 754 ნახვა
საზოგადოება
განახლებული Fintech.ge საქართველოს ბანკისგან
საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში ცდილობს მოერგოს მომხმარებლის საჭიროებებს, მის ინტერესებს. სწორედ ამ მიზნით ბანკმა ტექნოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს განახლებული Fintech.ge შესთავაზა. Fintech.ge-ზე მუდმივად ხელმისაწვდომია საინტერესო სიახლეები, ანალიტიკური ბლოგები, ვლოგები, პოდკასტები. ასევე, განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია ფინანსურ და ტექნოლოგიურ მიღწევებზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციურ პროექტებზე, მონაცემთა მეცნიერებაზე. Fintech.ge-ის ფარგლებში მომხმარებლები ფინტექ და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმატებული ადამიანების გაცნობასაც შეძლებენ, რომლებიც ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებენ. ასევე, Fintech.ge-ის მეშვეობით კიდევ უფრო მარტივია საინტერესო პანელურ დისკუსიებზე, სემინარებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება. "მოხარული ვართ, მომხმარებელს განახლებული და კომფორტული ციფრული ფლატფორმა შევთავაზოთ. Fintech.ge-ზე მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება საინტერესო სიახლეები, განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები. განახლებული პლატფორმა ასევე სასარგებლო იქნება ბიზნესისთვის, რადგან იქნება კარგი შესაძლებლობა და მოტივაცია, შექმნან კიდევ უფრო მეტი, საჭირო და ახალი პროდუქტები თუ სერვისები,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა. განახლებული პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3BM2ERN ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://fb.watch/fOlq90H0Fl/
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)