|
2022-09-27 11:59:48, 1100 ნახვა
მსოფლიო
ტრუდო - კანადა სანქციებს დაუწესებს მაჰსა ამინის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს
კანადა 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციებს დაუწესებს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გააკეთა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სანქციები ირანის „მორალის პოლიციასა“ და მის ხელძღვანელ პირებს შეეხებათ. „ჩვენ ვნახეთ, რომ ირანი უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს, ახლა ჩვენ ვხედავთ ამას მაჰსა ამინის სიკვდილით და საპროტესტო აქციების ჩახშობით. დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენ დავუწესებთ სანქციებს ათობით ფიზიკურ პირსა და კომპანიას, მათ შორის ირანის ე.წ. მორალის პოლიციას“, - განუცხადა ტრუდომ ჟურნალისტებს ოტავაში. მანამდე, მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების შესახებ, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. ამინის მამის თქმით, მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა. ფაქტმა დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში გამოიწვია. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები ჩაახშო.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)