07:10 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 11:59:47, 883 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთი - შესაძლოა, 30 სექტემბერს პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონები რუსეთის ნაწილად გამოაცხადოს

არსებობს შესაძლებლობა, რომ 30 სექტემბერს, პუტინი სიტყვით გამოვა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში და ოფიციალურად გამოაცხადებს "უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შეერთების“ შესახებ,- აღნიშნულის შესახებ ინფორაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

მათი თქმით, "გაწევრიანების" ნებისმიერი განცხადება განიხილება, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გამართლება.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ პუტინმა გამოიყენოს თავისი მიმართვა, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შეერთება. ამ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე რეფერენდუმი 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 21 სეტქემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა,

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics