|
2022-09-26 18:57:11, 1118 ნახვა
პოლიტიკა
კარპენტერი - საქართველო რუსების შემოსვლის გამო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას
რუსეთი აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. - ამის შესახებ ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო საქართველო უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, რადგან ქვეყანაში ახალგაზრდა მამაკაცების დიდი შედინებაა, სწორედ იმათი, ვინც რუსეთიდან მობილიზაციას გაურბის. "რა თქმა უნდა, რუსეთი აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს მოუხდენია ცეცხლის შეწყვეტის 6- პუნქტიანი შეთანხმების პირობების იმპლემენტაცია 2008 წლის აგვისტოდან და ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში აღნიშნული შეთანხმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ, საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არა მხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ თქვენთან არის ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცების დიდი შემოდინება, ვინც რუსეთიდან მობილიზაციის ბრძანების შედეგად მოდის. თითოეული ქვეყანა განსხვავებული იქნება იმ მიმართულებით, როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე სხვაგან ნახონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის".- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსები შემოსვლას ცდილობენ და რიგებია, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ ხდება, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)