|
2022-09-26 15:13:48, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას და „ნაცმოძრაობას“
ნიკა მელიას განცხადება და რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, რომლებიც მას აკრიტიკებენ ან ტონს უწუნებენ კეზერაშვილის მიმართ, ცხადყოფს, რომ კეზერაშვილი არის მთავარი დამფინანსებელი და მთავარი არაფორმალური გავლენის მქონე პირი მთელ რადიკალურ ოპოზიციაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, ამაზე თავად საუბრობენ. ამასთან, როგორც ბექა დავითულიანი ამბობს, აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაცია რადიკალურ ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება. „ამას თავისი პირით ამბობენ, როცა ისინი დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ. თუ ვინმეს დეოლიგარქიზაცია სჭირდება, აღმოჩნდა, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“. ამაში აუცილებლად დავეხმარებით, კანონს მივიღებთ და მათ დავით კეზერაშვილის არაფორმალური გავლენისგან გავათავისუფლებთ. უკრაინულ კანონმდებლობაზე დეოლიგარქიზაციის კანონში კრიტერიუმები არის განსაზღვრული, მათ შორისაა გარკვეული თანხის ფლობა, პარტიისა და მედიის დაფინანსება. კეზერაშვილს ოთხიდან სამი კრიტერიუმი აქვს. ევროკავშირმა გვითხრა, დეოლიგარქიზაციის კანონი მიიღეთო. ოპოზიციამ თქვა, სასწრაფოდ მისაღებიაო, შემდეგ უარი თქვეს. კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ხალხი ჰყავს ჩასმული და ნიკა მელიაც ამ დაფინანსებას სიამოვნებით იღებდა. ეგუებოდა კეზერაშვილის არაფორმალურ გავლენას, მაგრამ, როგორც ჩანს, დაპირისპირება მოუვიდათ და აღარ უნდა მასთან პარტიული თვალსაზრისით, შერჩეული იყოს. ამას მისი პარტიის ნაწილი ეწინააღმდეგება. რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს? – რაც მანამდე ჰქონდა, არაფორმალური გავლენებით დიდი ფული იშოვა. ალბათ იმედი აქვს, ეს შესაძლებლობა მომავალშიც მიეცემა.“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა. დავითულიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მათ თავიანთი ქმედებებით შეძლეს და პარტიის რეიტინგი რვა პროცენტამდე შეამცირეს. „რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებას, ერთმანეთს ეჩხუბებიან და ამასაც ჩვენ გვაბრალებენ. აღარ იჩხუბონ და ჩვენი ბრალი აღარ იქნება. თავისი ქმედებებით ის შეძლეს, რომ რეიტინგი რვა პროცენტამდე შეამცირეს“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)