23:35 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 14:56:48, 730 ნახვა

საზოგადოება
მეხუთე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება

მეხუთე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეხუთე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და იმერეთის რეგიონების 118 ერთეული საძოვრის მონაცემები, მათ შორის, ასპინძა - 2, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 9, ბორჯომი - 13, დმანისი - 24, თეთრიწყარო - 1, წალკა - 2, საგარეჯო - 4, დედოფლისწყარო - 15, თელავი - 4, სიღნაღი - 4, ყვარელი - 14, ახმეტა - 4,  მცხეთა - 1, გორი - 3, კასპი - 1, წყალტუბო - 15, ბაღდათი - 1.

დღეის მდგომარეობით, ხუთ ეტაპად, სულ გამოქვეყნდა 479 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები, საერთო ფართობით - 49,754 ჰექტარი. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 118 მათგანზე. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics