07:10 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 11:23:56, 1126 ნახვა

მსოფლიო
„ახლა ყველანი სახლში წავალთ“ - რუსეთში მამაკაცმა სამხედრო კომისარს ესროლა

ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკში მამაკაცმა სამხედრო კომისარს ცეცხლი გაუხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, გასროლამდე მამაკაცმა, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, კომისარიატში მყოფ წვევამდელებს მიმართა - "ახლა ყველანი სახლში წავალთ".

თავდამსხმელი, რომელიც 25 წლის ადგილობრივი მცხოვრები რუსლან ზინინია, შემთხვევიდან მალევე დააკავეს.

რაც შეეხება სამხედრო კომისარ ალექსანდრე ელისეევს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომისარი დაიღუპა, თუმცა რეგიონის ხელმძღვანელმა, იგორ კობზევმა განაცხადა, რომ ელისეევი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

მომხდარს საგამოძიებო კომიტეტი ორი მუხლით იძიებს.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. 

ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics